სოფო ნიჟარაძის დაკითხვა დასრულდა – „კომიკური სიტუაციაა და ეს ჩემს პიროვნულ დისკრედიტაციას ემსახურება

“სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურში მომღერალ სოფო ნიჟარაძის დაკითხვა დასრულდა. ნიჟარაძე ე.წ. მოდულის შენობაში ორ საათზე მეტი იკითხებოდა. მასთან გამოძიებას კითხვები გუშინ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ჰქონდა.
მომღერალის თქმით, მან ყველა კითხვას პასუხი გასცა, თუმცა დეტალურად ვერ ისაუბრებს, რადგან საქმეს გრიფი “საიდუმლო” ადევს.
“ეს არის აბსოლუტურად კომიკური სიტუაცია, რაშიც მე ვიმყოფები და ეს ემსახურება ჩემს პიროვნულ დისკრედიტაციას. ყველა შეკითხვას გაეცა პასუხი, ყველაფერმა კარგად ჩაიარა”, – განაცადა ნიჟარაძემ.
ნიჟარაძეს მიაჩნია, რომ გამოქვეყნებული ჩანაწერი სხვადასხვა საუბრიდან გაკეთებული მიქსია. ამასთან, მისივე თქმით, მასსა და სააკაშვილს შორის “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.
“მიმაჩნია, რომ გამოქვეყნებული ჩანაწერი სხვადასხვა საუბრის კარგად გაკეთებული მიქსი და კოლაჟია”, – განაცხადა ნიჟარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები