სამხედრო მოსამსახურეები აკაკი წერეთლის იუბილისადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრნენ

მუხროვანისა და კრწანისის სასწავლო ცენტრის სამხედრო მოსამსახურეები ოჯახის წევრებთან ერთად აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო კონცერტს დაესწრნენ.
კონცერტი 31 ოქტომბერს ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა. ღონისძიებაში თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამხატვრო აკადემიის და კონსერვატორიის სტუდენტები მონაწილეობდნენ.
კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი საიუბილეო კონცერტზე სამხედრო მოსამსახურეების დასწრებას მიესალმა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა კულტურულ და საზოგადოებრივ ღონისძიებაში ჯარის აქტიური ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია.
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებებს მომავალშიც გააგრძელებს.

10409255_1082467011786040_8477965373918672853_n 12190933_1082467005119374_6802532820408150933_n 12193700_1082467178452690_629429180309026604_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები