“Wiki Leaks” მორიგი სკანდალური აუდიოჩანაწერების გავრცელებას გეგმავს – საიტი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

უკრაინული ვებ-გვერდი “Wiki Leaks”, მიხეილ სააკაშვილის ნიკა გვარამიასთან და გიგა ბოკერიასთან საუბრის ამსახველ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
“კვირა” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
“უკანასკნელ პერიოდში უკრაინულ და ქართულ მედიაში გაშუქებულ მოვლენებთან დაკავშირებით უკრაინული “Wiki Leaks” აცხადებს!
უკრაინული “Wiki Leaks” შექმნილია თანამოაზრეთა ჯგუფის მიერ, რომელიც უპირისპირდება რუსეთისა და აშშ-ს აგრესიას, რომლებიც უკრაინას გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში ხურდა ფულად იყენებენ. აშშ-ს მიერ ნაყიდმა უკრაინელმა პოლიტიკოსებმა რუსეთს შესაძლებლობა მისცეს ყირიმი წაეღო, ხოლო დონბასში უაზრო, ძმათამკვლელი ომი ეწარმოებინა. უკრაინა ეკონომიკური სიდუხჭირისა და სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგა.
ასეთ ვითარებაში დიდ როლს თამაშობს ჩვენთან შემოგზავნილი საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 1989 წელს მსახურობდა რა სასაზღვრო ჯარებში, იგი თანამშრომლობდა საბჭოთა კავშირის სუკ-თან, 1990 წელს სწავლობდა კიევის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში, გახდა სახელმწიფო უშიშროების თანამშრომელი. მისმა ბიძამ სუკის პოლკოვნიკმა თ. ალასანიამ 1993 წელს თავისი დისშვილის საარქივო დოკუმენტები გაანადგურა, ხოლო ასლი ინახება საქართველოს ყოფილ სახელმწიფო უშიშროების მინისტრთან, რომელიც გასაგები მიზეზების გამო მას არ ამზეურებს.
1994 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლისას მიხეილ ნიკოლოზის ძე ამერიკულმა სპეც-სამსახურებმა გადაიბირეს. გააჩნდა რა ორმაგი აგენტობის გამოცდილება, მ. სააკაშვილმა უკრაინაში მოქმედების კარტ-ბლანში მიიღო. ჩვენ გვაქვს უტყუარი მონაცემები იმის შესახებ, რომ მის ამოცანაში შედის უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების განახლება, შეეცადოს სირიაში რუსეთი და აშშ ერთმანეთს შეაჯახოს და ამგავრად მიღოს სამხედრო დახმარება აშშ-სგან და გააფართოოს დაპირისპირების ფრონტი. მას სურს ბლოკადაში მოაქციოს დნესტრისპირეთი და რუსეთის სამხრეთ უკრაინაში შეჭრის საფუძველი შექმნას, აღადგინოს ადამიანების ორგანოებით ვაჭრობის საოჯახო ბიზნესი, მიისაკუთროს უკრაინის სტრატეგიული ობიექტები, ნავსადგურები, ბუნებრივი რესურსები, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და სხვა.
ყველაფერი კეთდება ქართული სცენარით, კორუფციასთან ვითომ ბრძოლა და PR, გაღარიბებული მოსახლეობის ფუჭი სანახაობებით გამოკვება, არ ერიდება ათასობით ჩვენი მოქალაქის მომავლის განადგურებას და ამის ხარჯზე გზას იკაფავს პრემიერ-მინისტრის, ხოლო შემდეგში უკრაინის პრეზიდენტის პოსტისაკენ. ჩვენ არ გვსურს, რომ ჩვენი ქვეყანა განადგურების პირას დადგეს, ხოლო უკრაინელმა ხალხმა გამოსცადოს ის წამება, გაუპატიურება და გადაგვარება, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი საქართველოში ამყარებდა.
ჩვენ გვაქვს მხოლოდ ნამდვილი მასალები და როგორც კი შესაძლებელი იქნება ლაზერული და რადიო ტალღების ბგერით სიგნალად გარდაქმნა, აუდიო ვერსიები მაშინვე განთავსდება ჩვენს საიტზე.
ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მ. სააკაშვილის და გ. ბოკერიას (საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი) 22.10.2015 წ. სტამბულის აეროპორტში საუბრის გამოქვეყნებამ სატელევიზიო არხ “რუსთავის 2”-ის თანამშრომლებს თავიდან ააცილა სისხლიანი პროვოკაცია და იხსნა მათი სიცოცხლე.
მედიის, განსაკუთრებით პრეზიდენტ პოროშენკოს რუპორის “უკრაინსკაია პრავდას” და ოდესის გუბერნატორის მ. სააკაშვილის ტელევიზიის “რუსთავი 2″-ის საყურადღებოდ!
უკრაინულ Wiki Leaks გააჩნია მუშაობის სპეციფიკური სტილი და არ შეიძლება გააჩნდეს არავითარი ოფისი. ბჭობა იმის შესახებ, თუ სადაა დარეგისტრირებული ანდა სად მდებარეობს საიტი, ფუჭია, საიტის ლოკაცია ხშირად იცვლება.
ჩვენ ათეულობით ჰოსტინგი და გამოყოფილი სერვერები გვაქვს მთელს მსოფლიოში და ახალი პუბლიკაციის გამოქვეყნებისას მათი სინქრონიზაცია ხდება. სისულელე იქნებოდა ასეთი რესურსის ერთ კომპანიაში ანდა ერთ ტერიტორიაზე შენახვა, მით უფრო რუსეთზე ანდა აშშ-ზე მიბმა.
დაინტერესებულებებისათვის დავაზუსტებთ, რომ ჩვენ გვაქვ ლოკაცია უკრაინაში, გერმანიაში, საფრანგეთში, აშშ-ში, ჩინეთში, შვეიცარიაში, რუსეთის ფედერაციაში, ყაზახეთში და სხვაგან”,- აღნიშნულია “Wiki Leaks”-ის განცხადებაში, რომელიც ვებ-გვერდზე 27 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები