წყალტუბო–ცაგერისა და ლენტეხი-ლასდილის მიმართულებით კლდის ფერდები იწმინდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის კოორდინაციით, იმერეთისა და ქვემო სვანეთის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ინტენსიური წვიმების გამო, გზისპირა კლდეებიდან ქვათაცვენა გახშირდა. შედეგად, ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 49–ე და 137-ე კმ–ებზე, დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ჩამოიშალა და გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე აღდგენილია. პროფესიონალ მეკლდეურთა ჯგუფმა კლდის მასივიდან საშიში ლოდების ჩამოწმენდის სამუშაოები დაასრულა წყალტუბო-ცაგერის მონაკვეთზე და ანალოგიური სამუშაოები დაიწყო ლენტეხი-ლასდილის მონაკვეთზე.
უწყებიც ცნობით, წელს, გზისპირა კლდეების საშიში ლოდებისაგან გაწმენდის სამუშაოები, საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა მაღალმთიან მუნიციპალიტეტში ჩატარდა. სტიქიის ლიკვიდაციის სამუშაოებს, ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის მოვლა–შენახვის ფარგლებში, კომპანია „ავტოგზა ლენტეხი 99“ ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები