ნიკა გვარამია: ჩანაწერებში მე ვარ მსმენელი და რაც მოვისმინე, იმას დაკითხვაზე კიდევ ერთხელ მოვყვები

ამ ჩანაწერებში მე ვარ მსმენელი და რაც მოვისმინე, იმას კიდევ ერთხელ მოვყვები – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე შესვლამდე განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო გადატრიალებას ვერ მოაწყობს ადამიანი “რუსთავი 2”-ის შენობაში, რადგან ეს არ არის სახელმწიფო დაწესებულება.
“ამ ჩანაწერებში მე ვარ მსმენელი და რაც მოვისმინე, იმას კიდევ ერთხელ მოვყვები.სახელმწიფო გადატრიალებას ვერ მოაწყობს ადამიანი “რუსთავი 2″-ის შენობაში, რადგან ეს არ არის სახელმწიფო დაწესებულება, ამისთვის საჭიროა შეიჭრა სამინისტროში ან რომელიმე სხვა უწყებაში. მიხეილ სააკაშვილი მიზიარებს თავის დამოკიდებულებას, ეს პირველად არ მომხდარა.
ის ფიქრობს, რომ ხელისუფლება არის წამსვლელი უკიდურეს ნაბიჯებზე იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გავაპროტესტებთ სიტყვის თავისუფლებას. ის უშვებს, რომ ხელისუფლებამ შეიძლება გამოიყენოს ძალა, მათ შორის – ჩვენს წინააღმდეგ. მე ამას არ ვიზიარებდი მაშინ, მაინცდამაინც არ ვიზიარებ ახლაც, თუმცა ხელისუფლება ისე იქცევა ბოლო დღეების განმავლობაში, რომ ნამდვილად საეჭვო გახდა ჩემი ეს რწმენა”, – განაცხადა გვარამიამ.
ნიკა გვარამიამ მხარდამჭერებს მიმართა და განაცხადა, რომ “რუსთავი 2” მათზე ვერ აიღებს პასუხისმგებლობას.
“თუ შეიკრიბებიან, ეს იქნება მხოლოდ მათი გადაწყვეტილება, ჩვენ არ ვფლობთ რაიმე მექანიზმებს, რომ პროცესები გავაკონტროლოთ და მათი უსაფრთხოება უზრუნველვყოთ. ასევე, თუ შემოგზავნილი იქნება პროვოკატორი ხელისუფლების ან რომელიმე ძალის სიტყვის თავისუფლებას უზრუნველვყობთ ჩვენ, ქვეყანაში მშვიდობა უზრუნველყოს ხელისუფლებამ”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი არ გამორიცხავს, რომ დღეს შესაძლოა, მისი დაკავებაც მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები