საგარეჯოს მუნიციპალიტეტმა ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტმა ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა. შეხვედრაზე საგარეჯოში სოციალურ- ეკონომიკური, ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი განიხილეს. ფორუმი კოალიცია „ქართული ოცნების“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თამარ ხიდაშელის საარჩევნო შტაბის ორგანიზებით გაიმართა.
მეღვინეობა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატვების განვითარება, საგარეჯოს ტურისტული პოტენციალი, სოციალურ-ეკონომიკური პროექტები, დაცული ტერიტორიების განვითარება, – ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომლებზეც მსხვილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს. შეხვედრას, კერძო სექტორთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები