საქართველოს პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალეობა-საქართველოს“, „საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის“ (GISS), „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ (სიდა),” „ლიბერალური აკადემია – თბილისის“, ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“, საქართველოს რეფორმების ასოციაციის, ადამიანის უფლებათა ცენტრის, ადამინის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარომადგენლები.
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება დროული იყო და პოლიტიკური ტემპერატურა დასწია.
სამოქალაქო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლის ზვიად დევდარიანის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრეზიდენტთან შეხვედრაზე საზოგადოებრივი ინტერესებით იხელმძღვანელეს, რათა არ მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს აწყობთ კიდეც.
საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრებს ხვალაც გააგრძელებს და დიპლომატიური კორპუსს შეხვდება.
შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები