“რუსთავი 2”-ის მხარდამჭერებმა ტელევიზიის ტერიტორია დატოვეს

“რუსთავი 2”-ის შენობასთან ტელეკომპანიის მხარდამჭერი აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეები ტელეკომპანიის დასაცავად მთელი ღამის გათენებას აპირებდნენ, მაგრამ მათ უკვე დატოვეს “რუსთავი 2 “-ის ტერიტორია. მხარდამჭერების სახლებში დაბრუნება მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებამ გამოიწვია. ამჟამად ტელეკომპანიის ეზოს დასუფთავება მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება დღეს არ გამოცხადდა და განხილვა 26 ოქტომბერს ჩაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები