საქართველოს პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შეხვდა.
შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: გიგა ბოკერია, ირმა ნადირაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი და სერგო რატიანი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, პრეზიდენტთან საუბარი შეეეხო ქვეყანაში დღეს არსებული კრიზისის საფრთხეებს. დეპუტატ ირმა ნადირაშვილის განცხადებით,„ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს პროცესების შემდგომ ესკალაციას და სურს ქვეყნის სწორი განვითარება. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობისათვის“ წითელი ხაზი სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფა და „რუსთავი 2“-ის იმ სახით შენარჩუნებაა, როგორიც დღეს არის.
საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნების მიზნით დღეს კონსულტაციებს გეგმავს ასევე, დიპლომატიურ კორპუსთან და არასამთავრობო სექტორთან.