მოსამართლე ურთმელიძემ “რუსთავი 2”-ის საქმის ერთი კვირით გადადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ქიბარ ხალვაშის ადვოკატების შუამდგომლობა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ერთი კვირით გადადებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. აღნიშნული ვადა მოსარჩელე მხარემ “რუსთავი 2”-ის გადაცემების საავტორო უფლებებთან დაკავშირებით, დამატებითი მტკიცებულებების წარდგენისთვის ითხოვა. საუბარია გადაცემებზე: “ჯეობარი”, “ფორდბოიარდი” და “უკანასკნელი გმირი”.
ხალვაში აცხადებს, რომ ეს გადაცემები მისი ავტორობით მომზადდა. გარდა ამისა, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოპასუხე მხარის შუამდგომლობა აღნიშნულ გადაცემების ავტორების წერილების საქმეზე დართვასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები