ნიკა გვარამია: თავისუფალ მედიას, ანუ ჩვენ – “რუსთავი 2”-ს სამართლიანი სასამართლოს უფლება წაგვართვეს

ჩვენ მოვაგროვებთ ყველა მტკიცებულებას საიმისოდ, რომ პროცესი ლეგიტიმაციას გასცდა, – ამის შესახებ “რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
როგორც გვარამიამ ჟურნალისტებს განუმარტა, ყველა მტკიცებულებას, რასაც კი სასამართლოს მიკერძოებულობის წინააღმდეგ მოაგროვებენ, საჭირო დროსა და ადგილას გამოიყენებენ.
“ბუნებრივია, მოსამართლე ურთმელიძე ამ საქმეს არ აიცილებს. ჩვენ მოვაგროვებთ ყველა მტკიცებულებას საიმისოდ, რომ პროცესი ლეგიტიმაციას გასცდა. იმისას, რომ თავისუფალ მედიას, ანუ ჩვენ, “რუსთავი 2″-ს, წაგვართვეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და ცხადია, ამ მოგროვილ მტკიცებულებებს საჭირო დროს, საჭირო ადგილას გამოვიყენებთ”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები