რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეფერხებულია

რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეფერხებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფტრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოხდა ავტოსატრანსპორტო შემთხვევა, რის გამოც აღნიშნულ გვირაბში იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მათივე ინფორმაციით, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელი გზით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა რეგულირდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები