სასწავლო ცენტრში პრობაციის სისტემის თანამშრომლებისთვის ტრენინგები მიმდინარეობს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგებისა და პრობაციის ოფიცერთათვის ტრენინგების ციკლი მიმდინარეობს.
ტრენინგები ორგანიზებულია „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ (PRI), „ინოვაციური ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“, გაეროს ბავშთა ფონდისა (UNICEF) და ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით.
პრობაციის სისტემის თანამშრომლები 4 დღის განმავლობაში მიიღებენ მონაწილეობას ტრენინგში – „ინდივიდუალური (წინასასმართლო) შეფასების ანგარიში სასჯელის შეფარდების ეტაპზე“.
სწავლების მიზანს წარმოადგენს მონაწილეთათვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დარეგულირებული ნორმების, სასჯელის შეფარდების ეტაპზე ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის შემუშავების თაობაზე არსებული საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების, ასევე განვითარებული ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების გაცნობა.
მონაწილეები ასევე გაეცნობიან ინდივიდუალური (წინასასასმართლო) შეფასების ფორმას, შეფასების წესებს/ინსტრუქციებს და დაეუფლებიან შეფასების წარმოებისა და ანგარიშის წარმოების უნარ-ჩვევებს.
აღნიშნული პროგრამით გადამზადებას სასწავლო ცენტრში პრობაციის სისტემის თანამშრომელთა 3 ჯგუფი გაივლის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები