ტრისტან წითელაშვილი “კიდევ უფრო მძიმე კადრების გავრცელებას” აანონსებს
ახლო მომავალში, 17 ოქტომბერს გავრცელებულ სკანდალურ კადრებზე კიდევ უფრო მძიმე კადრები გავრცელდება, – ამის შესახებ “კვირას“ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა, სამხედრო ექსპერტმა ტრისტან წითელაშვილმა განუცხადა.
რაც შეეხება 17 ოქტომბერს ერთ-ერთი უკრაინული საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ კადრებს, წითელაშვილის მტკიცებით, აღნიშნული კადრები კუდის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ერეკლე კოდუამ უკრაინელ ოლიგარქს, იგორ კოლომოისკის გადასცა.
“17 ოქტომბერს გავრცელებული კადრების არაერთი ეგზემპლარი არსებობს, ეს და მსგავსი კადრები ახალაიებს გააქვთ საზღვარგარეთ და შემოვლითი გზებით საქართველოში შემოდის. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინული სააგენტოს მიერ გავრცელებული კადრები ერეკლე კოდუამ გადასცა იგორ კოლომოისკის. ცნობლია, რომ ეს უკანასკნელი სააკაშვილთან არის დაპირისპირებული. ჩემი ინფორმაციით, კოდუას კიდევ ექნება მსგავსი სახის შეხვედრები და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მძიმე კადრები გავრცელდება”, – აღნიშნა ტრისტან წითელაშვილმა.