“აქცენტი მარტო იმაზეა, კადრები უნდა გაშვებულიყო თუ არა და აღარავინ არ ახსენებს იმას, რომ ეს მართლაც მოხდა”

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოს ქალაქებში ძალადობის ამსახველი კადრების საჯარო ჩვენებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
როგორც მინისტრმა თემაზე საუბრისას აღნიშნა, მას უკვირს ის ფაქტი, რომ “აქცენტი მარტო იმაზეა, კადრები უნდა გაშვებულიყო თუ არა და აღარავინ არ ახსენებს იმას, რომ ეს მართლაც მოხდა”.
“პირველ რიგში, ძნელია, რომ ნორმალურ ადამიანს რაღაც მკაფიო რეაქცია ჰქონდეს ამ არაადამიანობაზე. თუმცა მე მართლა გაკვირვებული ვარ, რომ საზოგადოებისა და მედიის აქცენტი არის იმაზე, შეიძლებოდა თუ არა ამის ჩვენება. რა თქმა უნდა, არა და აღარავინ აღარ ახსენებს იმას, რომ ეს რეალურად მოხდა და რეალურმა ადამიანებმა ჩაიდინეს ეს არაადამიანობა. მიკვირს, რომ აქცენტი მარტო იმაზეა, აქ უნდა გაშვებულიყო თუ არა და აღარავინ არ ახსენებს იმას, რომ ეს მართლაც მოხდა”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
17 ოქტომბერს უკრაინულ საიტზე წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები გამოქვეყნდა, რომელიც სამეგრელოშია გადაღებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები