ნოდარ ხადური: ამ კადრების გადაღება არის დიდი დანაშაული
მედიაში გავრცელებულ სკანდალურ ვიდეოკადრებს, რომელშიც საქართველოში წამების და გაუპატიურების ამსახველი ვიდეოკადრებია ასახული, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ეხმაურება.
როგორც მინისტრმა საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, ამ კადრების გადაღება დიდი დანაშაულია.
“მე მგონია, რომ ამ კადრების გადაღება არის დიდი დანაშაული და ის, რაც იქ ხდება, კიდევ არის კაცობრიობის წინაშე არსებული დანაშაული”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
უკრაინულ საიტზე წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები გამოქვეყნდა, რომელიც სამეგრელოშია გადაღებული.