ზაალ უდუმაშვილი მადლობას იხდის
საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“ -ის საქმის სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.
როგორც „რუსთავი 2“ -ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, მათი მთავარი მოთხოვნაა, მოსამართლე ურთმელიძის აცილება მოხდეს.
ამასთან, უდუმაშვილმა სასამართლოსთან შეკრებილებს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ისინი მხარს უჭერენ არა „რუსთავი 2“-ს, არამედ სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიას.
“მადლობა მინდა ვუთხრა მათ, ვინც არა „რუსთავი 2“-ის დასაცავად, არამედ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების დასაცავად მოვიდა. ამ წუთებში 5- წუთიანი შესვენება გამოცხადდა, ვინაიდან დარბაზი ტექნიკურად უნდა მოამზადონ, რომ „რუსთავი 2“-ის იურისტებს საშუალება მიეცეთ, ვინაიდან აუდიო და ვიდეოფაილები უჩვენონ. ეს არის შუამდგომლობის ნაწილი მოსამართლის აცილების შესახებ. შუამდგომლობა გადაცემულია მოსამართლისთვის. პარალელურად, ადვოკატები რომ წაიკითხავენ შუამდგომლობას, მათი მოთხოვნა იყო, რომ ეჩვენებინათ აუდიო და ვიდეოფაილები, მიუხედავად იმისა, რომ მოწინაღმდეგე მხარე წინააღმდეგი იყო, მოსამართლემ საბოლოოდ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა,”-განაცხადა უდუმაშვილმა.