“ნიკა გვარამია რომ არა, ჩემი შვილი გადარჩებოდა” – სასამართლოსთან ინციდენტი მოხდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც “რუსთავი 2“-ის პროცესი იმართება, მცირე ინციდენტი მოხდა. პროცესზე გამოცხადებულ შესვენებაზე “რუსთავი 2”-ის დირექტორი ნიკა გვარამია დარბაზიდან გავიდა, სადაც ერთ-ერთმა ქალბატონმა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება სცადა. ქალბატონის მტკიცებით, “ნიკა გვარამიას 2006 წელს ავარია მოუხდა, რომლის გამოც მისი შვილი რამაზ გაბოშვილი გარდაიცვალა”.
“გვარამია იყო ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ და სასტუმრო “აფხაზეთთან” ავარია მოხდა. სამი მანქანა ერთმანეთს დაეჯახა. ჩემი შვილი სასტუმროს აივანზე იდგა, გადმოიწია და გადმოვარდა. დასჭირდა სასწრაფო დახმარება, ჭიპაშვილი იყო მაშინ მინისტრი და ჩემი შვილი საავადმყოფოში აპარატიდან გამორთეს. რომ არ მომხდარიყო ეს ავარია, ჩემი შვილი გადარჩებოდა”, -განაცხადა ქალმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები