კოჩიევი – ჰააგის სასამართლოს პროკურორს ცხინვალში ჩასვლა შეუძლია

„ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეს ფატუ ბანსუდას შეუძლია შესაბამის ორგანოებს მიმართოს, რათა სამხრეთ ოსეთში ჩამოვიდეს“, – ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალან კოჩიევმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ე.წ. სამხრეთ ოსეთს შუძლია 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ყველა აუცილებელი მასალის წარმოდგენა. ინფორმაციას სააგენტო „სპუტნიკი“ ავრცელებს.
„ჩვენ, რბილად რომ ვთქვათ, გაგვიკვირდა, რომ საერთაშორისო სასამართლო სამხრეთ ოსეთის და საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევის საკითხით ამ მოვლენებიდან 7 წლის შემდეგ დაინტერესდა. ფატუ ბუნსუდას შეუძლია მიმართოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს და მას სამხრეთ ოსეთში შესვლის უფლებას მისცემენ“, – განაცხადა კოჩიევმა.
კოჩიევის თქმით, 2008 წელს სწორედ საქართველო დაესხა თავს სამხრეთ ოსეთს და ომი გააჩაღა. რაც შეეხებათ ე.წ. სამხრეთ ოსეთში 2008 წლამდე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, მათ, კოჩიევის თქმით, ქართულმა მხარემ შეგნებულად დაატოვებინა ტერიტორია, რომელზეც ის ცეცხლის გახსნას აპირებდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ჰააგის სასამართლოს პროკურორმა თხოვნით მიმართა საერთაშორისო სასამართლოს, რათა გამოძიებული იყოს სამხედრო დანაშაულები, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები