გიორგი ბადაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ საბჭოში ღირსეულთა შორის ღირსეულ რვა კანდიდატს ავირჩევთ

საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა სასტუმრო “ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისის“ საკონფერენციო დარბაზში საქართველოს პროკურორთა კონფერენცია გახსნა.
როგორც ბადაშვილმა განაცხადა, დღეს საქართველოს პროკურატურის ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღია. მისივე თქმით, ის მოხარულია, რომ უფრო მაღალი ლეგიტიმაციის, უფრო მეტად დამოუკიდებელი პროკურატურის ჩამოყალიბების პროცესს სწორედ მისი მთავარი პროკურორობის პერიოდში ეყრება საფუძველი.
„2015 წელს ძალაში შევიდა “პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომელმაც საქართველოს მთავარი პროკურორის არჩევის წესი განსაზღვრა. დღვანდელი დღის მიზანია, განხორციელებული ცვლილებების თანახმად ჩავატაროთ კონფერენცია. კონფერენცია უფლებამოსილია საპროკურორო საბჭოს არჩევის კუთხით, შებასამისად, დღეს არის მნიშვნელოვანი თარიღი პროკურატურის ისტორიაში და მოხარული ვარ, რომ უფრო მაღალი ლეგიტიმაციის უფრო მეტად დამოუკიდებელი პროკურატურის ჩამოყალიბების პროცესს სწორედ ჩემი მთავარი პროკურორობის პერიოდში ეყრება საფუძველი.
მინდა ყველას მოგილოცოთ, რომ ერთად ვართ ამ ისტორიული მოვლენის აქტიური მონაწილეები. პირველად საქართველოს ისტორიაში ყველა პროკურორსა და გამომძიებელს გვაქვს შესაძლებლობა თავად გადავწყვიტოთ ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს მთავარ პროკურატურას. ასევე პირველად გვეძლევა შესაძლებლობა ავირჩიოთ საპროკურორო საბჭოს წევრები, დარწმუნებული ვარ ამ საბჭოში ავირჩევთ ღირსეულ რვა კანდიდატს, რომელებიც, თავის მხრივ, მონაწილეობას მიიღებენ მთავარი პროკურორის არჩევაში. სწორედ ეს პროცესი იქნება მყარი საფუძველი უფრო მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პროკურატურის ფორმირებისთვის.ჩვენ ყველა ერთად ვთანხმდებით, რომ პროკურატურის სიძლიერე თქვენშია – ყველა პროკურორში, გამომძიებელში.  მთავარი პროკურორი, რომელიც  მომდევნო 6 წლის ვადით აირჩევა, დარწმუნებული ვარ  იქნება სტაბილურობის, ასევე კანონისა და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი“, – განაცხადა ბადაშვილმა. დღევანდელ კონფერენციას 438 პროკურორი და  გამომძიებელი ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები