სექტემბრის თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დანაშაულის პროცენტული კლება – 10.35%-ია

შინაგან საქმეთა სამინისტრო სექტემბრის თვის და იანვარ-სექტემბრის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვით, სექტემბრის თვეში, წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, დანაშაულის პროცენტული კლება -10.35%-ია.
შსს-ს ცნობით, 2015 წლის სექტემბრის თვეში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულ იქნა 3402 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1529 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 44.94%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -5.24.
2015 წლის სექტემბრის თვეში, შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულ იქნა 2175 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1340 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 61.61%.
ამავე კვლევის მიხედვით, 2015 წლის იანვარ-სექტემბრის თვეებში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულ იქნა 26452 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 15245 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 57.63%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა – 4.48%. 2015 წლის იანვარ-სექტემბრის თვეებში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულ იქნა 18704 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 12582 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 67.27%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -5.47%.
აღნიშნული კვლევა მოიცავს: საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყებას, საქართველოში არსებულ იმ სამინისტროების სტრუქტურაში შემავალ დანაყოფებს, რომლებიც თავიანთი ქვემდებარეობის მიხედვით აწარმოებენ გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეებზე, კერძოდ: საქართველოს მთავარი პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები