„ ისინი ძაბავენ სიტუაციას, ვისაც ეშინია, რომ არხი გამოვიდეს პარტიული დიქტატიდან“

პარლამენტის საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე თამაზ მეჭიაური „რუსთავი 2“-ის დღევანდელ პროცესს გამოეხმაურა.
როგორც მეჭიაური აცხადებს, ის ადამიანები ძაბავენ სიტუაციას, ვისაც ეშინია, რომ არხი პარტიული დიქტატიდან გამოვა. “უფრო გამუქებული მგონია ყველაფერი, არა მგონია, რომ ჟურნალისტებთან დაკავშირებით „რუსთავი 2-ს“ რაიმე საფრთხე ჰქონდეს. აქ უფრო ისინი ძაბავენ სიტუაციას, ვისაც ეშინია, რომ თქვენი არხი გამოვიდეს პარტიული დიქტატიდან, თქვენ ჟურნალისტებს რა გაქვთ დასაკარგი, რაც უფრო თავისუფალი იქნებით, უფრო უკეთესად გააშუქებთ და უფრო მეტად რეალიზებულები იქნებით,” – აცხადებს თამაზ მეჭიაური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები