დიმიტრი ქუმსიშვილი: უნდა მოიძიონ, საიდან იყო დარჩენილი ეს კადრები

ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი უკრაინული პორტალის tube.ua-ს მიერ გავრცელებულ წამების ამსახველ ვიდეოს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ძველი ხელისუფლების დროს ინფორმაციის გადინება ხდებოდა. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ვიღაცეებს ჰქონდათ დარჩენილი კადრები და ეს სწორედ ძველი ხელისუფლებიდან მოყოლილი გადმონაშთია.
“თუ ვინმემ გაავრცელა ეს კადრები, უნდა მოიძიონ, მოიკვლიონ საიდან იყო დარჩენილი და, შესაბამისად, პასუხი უნდა მოეთხოვოთ. მე რაც ვიცი, პირადი ცხოვრების ამსახველი ყველა კადრი იყო განადგურებული. ეს ნიშნავს, რომ ძველი ხელისუფლების დროს ხდებოდა ინფორმაციის გადინება. ვიღაცეებს ჰქონდათ დარჩენილი კადრები და ეს არის ძველი ხელისუფლებიდან მოყოლილი გადმონაშთი, რომელიც ვერაფრით ვერ მოვიშორეთ”, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები