დავით ლორთქიფანიძე: ჩვენ უნდა გვქონდეს გარანტია, რომ აღნიშნული კადრების ასლები არ არსებობს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე უკრაინული საინფორმაციო პორტალის, Tube.ua-ს მიერ გავრცელებულ წამების ამსახველ კადრებს ეხმაურება. დეპუტატის თქმით, აუცილებელია გაირკვეს, თუ რა გზით მოხვდა აღნიშნული ვიდეომასალა ინტერნეტსივრცეში. მისივე განცხადებით, უნდა ჩატარდეს გამოიძიება და ყველა პირმა, ვისაც აღნიშნულ სისასტიკეში წვლილი მიუძღვის, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს.
„ჩვენ უნდა გვქონდეს გარანტია, რომ აღნიშნული კადრების ასლები არ არსებობს და ვითარების მიხედვით ადამიანების გარკვეულ კატეგორიას არ სჭირდებოდეს ამ კადრების გასაჯაროება. რა თქმა უნდა, უნდა ჩატარდეს გამოძიება. განსაკუთრების ის ადამიანები, უნდა დაისაჯონ, ვინც ეს სისასტიკე ჩაიდინა და ვინც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით არის დაკავებული, მათ კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები