პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი მზადაა, შსს-თან ითანამშრომლოს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე საგამოძიეობო პროცესში მათი ჩართვა მიზანშეწონილი არ არის. თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ მზადაა, აუცილებლობის შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ითანამშრომლოს.
„ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს იყო დაცული მასალა და ის წარმოადგენდა კონკრეტულ დანაშაულზე მტკიცებულებას. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, როდესაც ასეთი ტიპის მასალა ვრცელდება, შესაძლოა, არსებობდეს დანაშაულებრივი ნიშნები დაცული მასალის გავრცელებასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ მიიჩნია შსს-მ ალბათ, რომ გამოძიება უნდა დაწყებულიყო. რა თქმა უნდა, თუ დანაშაულის ნიშნები არ არსებობს, გამოძიებას არავინ არ დაიწყებდა“, – აცხადებს ქალდანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები