ერეკლე კოდუას ადვოკატი წამების კადრების გავრცელებასთან მისი დაცვის ქვეშ მყოფის კავშირს უარყოფს

კუდის ყოფილი უფორსის ერეკლე კოდუას ადვოკატი საპარლამენტო უმრავლეობის ერთ-ერთი ლიდერის ნუკრი ქანთარიას მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც წამების სკანდალური ვიდეომასალის გავრცელება შესაძლოა ერეკლე კოდუას დახმარებით მოხდა. ოთარ კახიძის განცხადებით, ერეკლე კოდუა ინტერპოლით არის ძებნილი და ის შეხვედრა, რომელზეც საუბარი იყო, ვერაფრით შედგებოდა.
„ნუკრი ქანთარიას მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს კადრები, რომელიც გავრცელდა, ერეკლე კოდუამ გადასცა უკრაინელ ოლიგარქ კოლომოისკის, ეს არის მტკნარი სიცრუე. ერეკლე კოდუა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში იმყოფება და აქვს პოლიტიკური თავშესაფარი და იგი არ ტოვებს ამ ქვეყანას,”-აცხადებს ოთო კახიძე.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა , ნუკრი ქანთარიამ სკანდალური კადრების გავრცელების ფაქტის შეფასებისას არ გამორიცხა, რომ კადრები მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა თანაგუნდელებმა გაყიდეს . ქანთარია მათ შორის ერეკლე კოდუა დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები