“სათითაოდ გავუგზავნი ყველა კონგრესმენს ამ მარაზმს, რათა კარგად ნახონ სააკაშვილის სახე“

სათითაოდ ვანახე ეს ვიდეო ყველას, აქ ამერიკაში და რაც დრო მაქვს დარჩენილი, ვანახებ, ვისთანაც ხელი მიმიწვდება – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე უკრაინული საინფორმაციო პორტალის, Tube.ua-ს მიერ გავრცელებულ წამების ამსახველი კადრების თაობაზე წერს.
აბესაძე არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული კადრების ჩვენება კაპიტოლიუმშიც მოაწყოს.
“ამაზრზენები !!! სათითაოდ ვანახე ეს ვიდეო ყველას, აქ ამერიკაში და რაც დრო მაქვს დარჩენილი ვანახებ, ვისთანაც ხელი მიმიწვდება იმას !! თუ მომცემს კანონი საშუალებას აქ საჯარო ჩვენებას მოვაწყობ კაპიტოლიუმში !!! დისკებზე ვწერ ახლა და სათითაოდ გავუგზავნი ყველა კონგრესმენს ამ მარაზმს, რათა კარგად ნახონ მიშა სააკაშვილის და მისი პოლიტიკური მეტასტაზის სახე. განსაკუთრებით დიდ ფაილს ვაგზავნი NDI-ის ოფისში !!! არ შეგრჩებათ ქართველი კაცის სულში ჩაფურთხება თქვენ !!!“,-წერს ოთარ აბესაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები