შსს-ს ყირგიზეთის დელეგაცია ესტუმრა

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) მხარდაჭერით საქართველოში სასწავლო ვიზიტით მყოფმა ყირგიზეთის დელეგაციამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფებთან შეხვედრა გამართა.
შს სამინისტროს ცნობით, შეხვედრის მიზანი იყო შსს-ს საქმიანობის გაცნობისა და გამოცდილების გაზიარება. ღონისძიებას შსს-ს რეფორმებისა და განვითარების სააგენტო, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, შსს-ს მომსახურეობის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში, ყირგიზეთის დელეგაციას მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს შს სამინისტროში განხორციელებული რეფორმების, შსს სისტემაში გატარებული ანტიკორუფციული ღონისძიებების, შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შსს-ს მომსახურების სააგენტოს საქმიანობის შესახებ.
აღნიშნული ვიზიტის მიზანი კორუფციასთან წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს გამოცდილების გაზიარება და განხორციელებული რეფორმების გაცნობა იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები