შსს „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 16 ოქტომბერს 21:00 საათიდან 18 ოქტომბრის 23:00 საათამდე დედაქალაქის გარკვეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, 16 ოქტომბერს 18:00 საათიდან მოძრაობა აიკრძალება ვარდების მოედანზე, ხოლო 21:00 საათიდან – ღვინის აღმართიდან და მეტეხის ქუჩიდან ევროპის მოედნის მიმართულებით, ევროპის მოედნიდან მეტეხის ხიდის და გორგასლის მოედნის მიმართულებით. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 16 ოქტომბერს 21:00 საათიდან 18 ოქტომბრის 23:00 საათამდე დედაქალაქის გარკვეულ უბნებში აიკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
16 ოქტომბერს 18:00 საათიდან მოძრაობა აიკრძალება ვარდების მოედანზე, ხოლო 21:00 საათიდან – ღვინის აღმართიდან და მეტეხის ქუჩიდან ევროპის მოედნის მიმართულებით, ევროპის მოედნიდან მეტეხის ხიდის და გორგასლის მოედნის მიმართულებით. ავტომანქანები ასევე ვერ იმოძრავებენ გორგასლის ქუჩაზე, თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტამდე. მარჯვენა სანაპიროზე ავტომანქანები ორმხრივად იმოძრავებენ გორგასლის ქუჩის მიმართულებით.
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშრებით გამართულ ღონისძიებებზე დასწრების მსურველებს ავტომანქანების გაჩერება შეეძლებათ ევროპის მოედანზე, მიწისქვეშა ავტოსადგომზე და ავლაბრის მოედანზე. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით გაძლიერდება პატრულირება ქალაქის პარკებში, სკვერებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც გაიმართება სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება“,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები