გარდაცვლილი ჯარისკაცი დედა: მწოლიარეს როგორ გაუვარდა და გულში მოხვდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-5 ბრიგადის სამხედრო ტერიტორიაზე გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახის წევრები თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმებიან.
როგორც ჯარისკაცის დედა მაყვალა ჩიტიშვილი აცხადებს, ჯარისკაცი სტაციონარში დროულად არ გაიყვანეს.
“იწვა და გაუარდაო, ასე გვითხრეს, მწოლიარეს როგორ გაუვარდა და გულში მოხვდა? თან ეძინა? თქვენ გჯერათ ამის?” – აცხადებს გარდაცვლილის დედა.
„საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-5 ბრიგადის სამხედრო ტერიტორიაზე, მე-5 ქვეითი ბრიგადის ჰაერსაწინააღმდეგო ასეულის, I კლასის რიგითი თამაზ ვაჟას ძე თამარაშვილი გარდაიცვალა. ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. საქმეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იძიებს. თამაზ თამარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიების შედეგები საზოგადოებას უახლოეს მომავალში ეცნობება. თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ჯარისკაცის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი, I კლასის რიგითი თამაზ თამარაშვილის ოჯახს“,- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები