კახეთში 118 ათასი ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა

კახეთის რეგიონში, 5 ოქტომბრის, 12.00 საათის მონაცემებით, 118 ათასი ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა.
ღვინის სააგენტოს ინფორმაციით, მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 80 მლნ ლარს გადააჭარბა.
ხოლო 4 ოქტომბერის მონაცემებით, დღეღამურად 4 346 ტონა გადამუშავდა.
ყურძნის გადამუშავება კახეთში ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს. რთველში მალე რაჭა-ლეჩხუმის რეგიონი ჩაერთვება. ამ დროისთვის გადამუშავებულია რქაწითელი 62 ათასი ტონა, საფერავი – 41,2 ათასი ტონა, ასევე 2,8 ათასი ტონა კახური მწვანე და 12,3 ათასი ტონა სხვა ჯიშის ყურძენი.
კახეთში ყურძნის გადამუშავება მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გამოიყურება: გურჯაანი – 39,3 ათასი ტონა, თელავი – 27,5 ათასი ტონა, ყვარელი – 21,2 ათასი ტონა, საგარეჯო – 8,1 ათასი ტონა, სიღნაღი – 7,8 ათასი ტონა, ლაგოდეხი – 7,7 ათასი ტონა, ახმეტა – 4,1 ათასი ტონა და დედოფლისწყარო – 2,2 ათასი ტონა.
რთვლის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს „ცხელი ხაზი“: 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტსაიტი: www.rtveli2015.gov.ge.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები