1 ოქტომბერი

10:00
საქართველოში ბაზარზე ზედამხედველობის სფეროში მომხმარებელთა უსაფრთხოების გაუმჯობესების,ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის და საერთაშორისო ვაჭრობაში შესაძლებლობების განვითარების მიზნით კონფერენცია გაიმართება.კონფერენციას გახსნის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე.მის:სასტუმრო Holiday Inn
11:00
საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალის,„ივერიონის“ პრესკლუბში თბილისის საკრებულოს წევრი,სოსო მანჯავიძე პრესკონფერენციას გამართავს.თემა:„ქართული ოცნების“ 3 წლის მოღვაწეობას შეფასება,საკრებულოსა და მერიაში მიმდინარე მოვლენები და რადიკალებისგან მოსალოდნელი საფრთხეები საქართველოსთვის.
11:00
თავდაცვის ყოფილი მინისტრი,ორგანიზაცია „საქართველო მშვიდობისთვის“ თავმჯდომარე დავით თევზაძე პორტალ „კვირას“ პრეს-კლუბში პრესონფერენციას გამართავს.თემები:საქართველოს მოანაწილეობა გაეროს მისიაში;ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებები სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით;მზადება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის;ვისთან ექნება კოალიცია და რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში წასვლა.მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.საკონტაქტო პირი:ეკა გულუა 599726565.
11:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლარის შემოღების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია გაიმართება.ღონისძიებაზე საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები არიან მოწვეული.
11:30
“პირველ პრესკლუბში” სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული დეპარტამენტის უფროსი დათო მაჭარაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.თემა:სააფთიაქო ნარკომანია.მისამართი:წერეთლის 116,ბიზნეს ცენტრი”დიდუბე პლაზა”,მე-2 სართ.საკონტაქტო:ნინო რაზმაძე 595 03 77 22
E1
11:30
„ივერიონის“ პრეს-კლუბის სტუმარია „ლეიბორისტების“ მდივანი-ნინო მეტრეველი.თემა:მაჟორიტარული სისტემის გაუქმება,ქალები პოლიტიკაში და ქალთა ახალი მოძრაობა.
11:30
„შიდსიც ცენტრის“ წარმომადგენელი მაია ცინცაძე პორტალ „კვირას“ პრეს-კლუბში პრესონფერენციას გამართავს. თემა:შიდსის მზარდი ეპიდემია საქართველოში.მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.საკონტაქტო პირი:ეკა გულუა 599726565
11:30
NEW
რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე მომუშავე ასოციაცია ,,ჰერა XXI-ს” მიერ მომზადებული ადაპტირებული,არაფორმალური სახელმძღვანელოს ,,ყველაფერი ერთ სასწავლო კურსში” პრეზენტაცია გაიმართება.სახელმძღვანელო ორი ნაწილისგან შედგება 1 სქესობრივი,რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები; 2)ფსიქო-სექსუალური განათლება;ღონისძიება ჩატარდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში.მის:ჭავჭავაძის გამზირი 49ა.საკონტაქტო პირი:ეკა წივწივაძე 595 49 08 10
12:00
„ივერიონის“ პრეს-ცენტრში რეზო ხოფერია საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს და ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ განცხადებას გააკეთებს.მისამართი:კოსტავას ქუჩა 6. მესამე სართული
12:00
“პირველ პრესკლუბში” ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პუტინის გამოსვლას შეაფასებს.თემა:ტერორიზმთან ბრძოლა.მისამართი:წერეთლის 116,ბიზნეს ცენტრი”დიდუბე პლაზა”,მე-2 სართ.საკონტაქტო:ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:00
პოლიტიკური პარტია “მემარცხენე ალიანსი”-ს ოფისში,პარტიის ლიდერი სოსო შატბერაშვილი პრესკონფერენციას გამართავს და მედიკამენტებზე კატასტროფულად გაზრდილ ფასებს გააპროტესტებს.პარტიის ლიდერი თვალსაჩინოებისათვის წარმოადგენს პირველადი მოხმარების მედიკამენტებს და გამოვა ახალი ინიციატივით. მის.:ხვიჩიას 17.საკონტაქტო პირი:პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო ქეშელაშვილი თ.:598 700 642
12:00
NEW
“საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონის საყოველთაო-სახალხო განხილვა ბათუმი,ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (ფარნავაზ მეფის ქ. N62–64)
12:30
„ივერიონის“ პრესკლუბში „ქართული პლატფორმის“ გამგეობის თავმჯდომარე მიხეილ ჯიბუტი ლართან დაკავშირებით სკანდალურ განცხადებას გაავრცელებს.
13:00
“პირველ პრესკლუბში” ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს სრულად განიხილავს.მისამართი:წერეთლის 116,ბიზნეს ცენტრი”დიდუბე პლაზა”,მე-2 სართ.საკონტაქტო:ნინო რაზმაძე 595 03 77 22
13:00
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკო,ახალ კლინიკას “ინნოვა-ს” გახსნის.მის:სანდრო ეულის 7
E1
13:00
“დინამო-არენას” მედია-ცენტრში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავს,სადაც ასევე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს.
17:00
NEW
“საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონის საყოველთაო-სახალხო განხილვა.ოზურგეთი,ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (ჭავჭავაძის ქ. N14)
18:00
საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გამოფენა „აღმოსავლურ-დასავლური დივანი-მუშტაიდის სასახლის დეკორი“ გაიხსნება.ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე,საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი,სახვითი ხელოვნების საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი,კემბრიჯის უნივერსიტეტის პემბროკის ირანული კვლევების ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
18:00
საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში ვეფხვაძეების ოთხი თაობის გამოფენა „ჩვენი თბილისი და საქართველო“ გაიხსნება.
19:00
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე,თანამედროვე ხელოვნების ცენტრის საგამოფენო სივრცეში,თბილისის მეორე ტრიენალეს გახსნას დაესწრება.წელს თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო საგამოფენო პროგრამის მთავარი თემაა „თვითორგანიზებადი სისტემები“.წლევანდელ ტრიენალეში მონაწილეობას იღებს 109 ქართველი და უცხოელი არტისტი 14 სხვადასხვა ქვეყნიდან.ერთი თვის განმავლობაში დაგეგმილია გამოფენები 8 საგამოფენო და სხვადასხვა საზოგადოებრივ სივრცეში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები