შსს-მ რასობრივი დისკრიმინაციის ბრალდებით ორი პირი დააკავა (ვიდეო)

შსს-ს მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1995 წელს დაბადებული ლევან ა. და 1999 წელს დაბადებული ირაკლი ე. რასობრივ დისკრიმინაციის ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 19 სექტემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს მოქალაქე მაკა ბ-ს და მის ორ თანმხლებ პირს, ნიგერიის მოქალაქეებს ონუკა ვიქტორ ჩ-ს და ონუკა დანიელ ჩ-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ჯგუფურად რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 142-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები