27 სექტემბერი
20:00 თბილისის მერი-დავით ნარმანია თბილისის ფოტო-ფესტივალის ფარგლებში გამართულ გამოფენას-“ფოტოგრაფიის ღამეს” დაესწრება.საკონტაქტო პირი:გვანცა პაპავაძე 591 00 49 31
01:00 სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით,საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი,გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე-„გმირთა სავანე“ აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივს მიაგებენ.იქვე თავდაცვის მინისტრი აშშ-ში მის ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარს გააკეთებს.
09:00 პარტია „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით,საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.
11:00 “დევნილთა პარტია” აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას გმირთა მოედანზე პატივს მიაგებს .
12:00 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით,საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.ღონისძიებას გახსნის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი.ასევე დაესწრებიან საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები,დევნილი ხელისუფლების წარმომადგენლები,სტუმრები ადგილობრივი თვითმმართველობებიდან და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები.
12:00 “სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის” სტუდენტები და აკადემიური პერსონალი,გმირთა მოედანზე,აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებს.საკონტაქტო პირი:რაიბულ ქირია 577 17 07 21
14:00 სამების საკათედრო ტაძრიდან გმირთა მემორიალთან ხატი-„ყოველთა მწუხარეთა სიხარული” გადაბრძანდება, სადაც დაღუპულ მეომართა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინება.გმირთა მემორიალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები და იძულებით გადაადგილებული პირები გვირგვინით შეამკობენ.
15:00 სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები,საქართველოს ეროვნული გმირის-ჟიული შარტავას საფლავზე მივლენ.მის:ვაკის სასაფლაო
20:00 სპექტაკლით „ფერმა“(ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმის“ მოტივებზე),„რკინის თეატრი“თავის მე-5 სეზონს გახსნის.სპექტაკლი მოგვითხრობს იმ ბოროტებაზე,რომელიც კაცობრიობას,მსოფლიოს და ადამიანს დანგრევითა და მოსპობით ემუქრება.დამდგმელი რეჟისორი: დავით ანდღულაძე.ამჟამად თეატრის რეპერტუარში ორი სპექტაკლია:„ფერმა“ („რკინის თეატრის“ სცენური ვერსია) და „სულ სხვა ოპერა“(ბერტოლტ ბრეხტის „სამგროშიანი ოპერის“ მოტივებზე).ოქტომბრის ბოლოს კი „სამანიშვილის დედინაცვლის“ პრემიერა გაიმართება.ტელეფონი: 592120815ანა
14:00 “რუსთაველის თეატრში” ორგანიზაცია “ძლიერი ქალი-ძლიერ სახელმწიფოს” ქალთა მეორე საერთაშორისო კონგრესს გამართავს.თემა:შემოდგომის საქართველო შეუდარებელია!ტელეფონი:599 252 222 ლალი მოროშკინა