მუხიანში მომხდარ მკვლელობებთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი
თბილისში, კერძოდ კი მუხიანის მეოთხე მიკრორაინში მომხდარ მკვლელობებთან დაკავშირებით, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ახალი გათავისუფლებულია.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მკვლელობის დროს დანაშაულში ეჭვმიტანილი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის გარდაცვლილების მეზობლად ცხოვრობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.