შსს-მ თაღლითობის ბრალდებით ქალი დააკავა

შსს-მ თაღლითობის ბრალდებით 51 წლის ქალი დააკავა.
ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
“შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მერვე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1964 წელს დაბადებული ცისანა ჯ. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული საკუთარ ბინას სისტემატურად, თაღლითურად აგირავებდა და მოტყუებული მოქალაქეებისგან თანხებს ითვისებდა. ცისანა ჯ-ს მიერ თაღლითური გზით მოპოვებული თანხა ჯამში 51 000 აშშ დოლარს შეადგენს.
გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით)”, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები