საგამოძიებო სამსახურმა რვა აფთიაქი დახურა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, 8 სხვადასხვა ფსიქოტროპული აფთიაქის ხელმძღვანელი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული აფთიაქების უფლებამოსილი პირები, ფარმაცევტული კანონმდებლობისა და სანებართვო პირობების დარღვევით, სისტემატურად ახორციელებდნენ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების მოქალაქეებზე, მათ შორის არასრულწლოვან პირებზე ყოველგვარი რეცეპტის გარეშე გაცემას. აღნიშნულ აფთიაქებში უკანონოდ გაიცემოდა ისეთი ძლიერი ფსიქოტროპული მედიკამენტები, როგორიცაა დიაზეპამი, ბაკლოსანი, გაბაპენტინი, გაბაგამა და სხვა. აღნიშნული დანაშაულებრივი გზით 8 აფთიაქის მიერ, 2014 წლიდან 2015 წლის 24 მარტამდე, უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა ჯამში შეადგინა 5 809 231ლარი.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პიველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით. რვავე აფთიაქი დახურულია.