25 სექტემბერი

09:00
ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის “თბილისი 2015: ინსულტის პრევენცია, დიაგნოზირება და მკურნალობა”-ს მე-6 კონფერენციას-ქართველ და უცხოელ ნევროლოგებთან ერთად, “თსუ”-ს რექტორი, აკადემიკოსი – ვლადიმერ პაპავა; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილაური დაცვის მინისტრი-დავით სერგეენკო; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე-გიორგი შარვაშიძე და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი-მარინე ჩიტაშვილი დაესწრებიან. მისამართი: სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტი”.
10:00
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ორგანიზებით, გაიხსნება ICOM-ICLM-ის ლიტერატურის მუზეუმების საერთაშორისო კომიტეტი. საერთაშორისო კონფერენციის თემაა: „ლიტერატურა, მუსიკა და კულტურული მემკვიდრეობა“.
10:00
ევროპის საბჭო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩო პროექტის – „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ გახსნით ღონისძიებას აწყობს. კონფერენციის გახსნას ფინანსთა მინისტრი – ნოდარ ხადური დაესწრება. მისამართი: სასტუმრო „რუმს ჰოტელ – თბილისი”.
10:00
“TIFLIS PALACE”-ში კონფერენციას სახელწოდებით „თბილისი – Smart City 2015” თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრება და სტუმრებს სიტყვით მიმართავს. მის: გორგასლის N3. საკონტაქტო: 591 00 49 31 გვანცა პაპავაძე
10:30
“პირველ პრესკლუბში” ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში – ვალერი გელბახიანი, მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
E1
10:30
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, “რესპუბლიკელი“ – თამარ კორძაია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: საკონსტიტუციო ცვლილებები; პოლიტიკაში ქალთა რაოდენობის გაზრდა – სიის ყოველი მეორე ქალი; საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ჩანაცვლება; რეფორმები პროკურატურაში – ვინ განიხილება მთავარი პროკურორის ვაკანსიაზე; სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:00
“პირველ პრესკლუბში”, სახალხო მოძრაობა „ახალი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი – ალიკა ტალიური,მოძრაობის მიზნებისა და სამომავლოდ დაგეგმილი საქმიანობის შესახებ პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი გია ცაგარეიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საპარლამენტო ოპოზიციის საშემოდგომო პოლიტიკური გეგმები, არჩევნები და შესაძლო კოალიციები.
11:00
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი.
11:00
NEW
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, სასტუმრო „ამბასადორში“, ადამიანის უფლებათა დაცვის 2014-2015 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის მნიშვნელობასა და მის შესრულებაზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების შესახებ მომზადებულ შეხვედრას დაესწრება. მისამართი: სასტუმრო „ამბასადორი“, შავლეთის ქ. #12 საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი, 599 010344

11:00
NEW
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, სასტუმრო „ამბასადორში“, ადამიანის უფლებათა დაცვის 2014-2015 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის მნიშვნელობასა და მის შესრულებაზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების შესახებ მომზადებულ შეხვედრას დაესწრება.მისამართი: ქ. თბილისი, სასტუმრო „ამბასადორი“, შავლეთის ქ. #12.საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი 599 010344
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი“ ბრიფინგს გამართავს. თემა: ეროვნული ვალუტის ინფლაცია – ვის ეკისრება პასუხისმგებლობა.
11:30
“ვითიბი” ჯგუფი თბილისის წყალდიდობით დაზარალებულ საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციას ხუთასი ათასი აშშ დოლარით დააფინანსებს. ამის შესახებ, სასტუმრო რედისონში (საკონფერენციო ოთახი №5) პრეს კონფერენცია გაიმართება. ვითიბი ბანკის წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებას : სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ტარიელ ხეჩიკაშვილი, ქალაქ თბილისის მერის მოადგილე – ირაკლი ლექვინაძე და ტანვარჯიშის ფედერაციის ხელძღვანელობა დაესწრება.
11:30
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგის” ხელმძღვანელი ბესიკი ექსეულიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: 26-27 სექტემბერს ანტისაოკუპაციო აქციის დაანონსება კანცელარიასთან.
11:30
“დემოგრაფიული აღორძინების ფონდის” თავმჯდომარე – თამარ ჩიბურდანიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: კვლევის პრეზენტაცია აფხაზური გენოფონდის შესახებ და რუსეთის შეთავაზება აფხაზეთს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565
E1
11:30
NEW
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში ზურაბ ჩილინგარაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება
12:00
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” თბილისის ოფისში, ორგანიზაცია ახალი ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. თემა: „ნავთობპროდუქტების ბაზარი საქართველოში“. მისამართი: აღმაშენებლის გამზირი №61
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „ქართული ერთობის დარბაზის“ წევრები: რამაზ ლომინაძე და გიგა ბათიაშვილი ბრიფინგს გამართავენ. თემა: შეკრება სამების ტაძარში – სამოქმედო პროგრამა შოთა რუსთაველის 850 წლისთავთან დაკავშირებით.
12:00
“დევნილთა პარტია” პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმართვა პარლამენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს დევნილთა სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის სახელმწიფო აპარატის ბიუჯეტის გაორმაგების შესახებ. მის.: ნუცუბიძის 2; საკონტაქტო ტელ: 598 32 82 09 ქეთი.
12:00
NEW
“პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი და „დემოგრაფიული განვითარების ფონდის“ დირექტორი ზვიად ტომარაძე, “სითი პარკთან” დაკავშირებით ახალ კანონპროექტს წარმოადგენენ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი” დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

13:00
პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ საქართველოს კონსტიტუციაში და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ ქ. რუსთავიდან მთელი საქართველოს მასშტაბით იწყებენ არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერის შეგროვებას. მის: ქ. რუსთავი. მეგობრობის ქუჩა N12. კინოთეატრ “რუსთაველი”-ს წინ. საკონტაქტო ტელ: 597 178 111
13:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართება. თემა: „თბილისობა 2015“-თან დაკავშირებით თბილისის მერიის მიერ ჩატარებულ კონკურსში „ჩემი თბილისობა“ გამარჯვებულ კონცეფციათა განხილვა.
13:00
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N221.
13:00
NEW
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი „ახალგაზრდა ადვოკატების“, „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“, „პოზიციის“ და „ახალგაზრდული ცენტრი-ჩვენი თაობა 1921“-ის მიერ „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ პარლამენტის რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით წარმოდგენილ, ე.წ. „გაცდენების შესახებ“ საკანონმდებლო წინადადებას განიხილავს. მისამართი: რუსთაველის გამზ. #8 საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი, 599 010344
15:00
საქართველოს “კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო”-ში სტუდენტური პროექტის – „გზავნილები მომავლიდან“ პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი, რომელიც ქართულ-აფხაზური ურთიერთობების თემას ეხება და რეალურ დოკუმენტურ მასალაზეა აგებული, ცხრა სტუდენტის პროზაულ ნამუშევარს აერთიანებს.
E1
17:00
“თუმანიშვილის თეატრში”, “თავისუფალი თაობა” ერთწლიანი ანგარიშის ყრილობა-კონფერენციას გამართავს.
17:00
“თუმანიშვილის სახელობის თეატრი” საიუბილეო კონფერენციას ჟურნალისტებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის გამართავს. თემა: ანგარიში ჩვენი ორგანიზაციისა, სადაც განიხილება თავისუფალი თაობის ერთწლიანი მუშაობა, შედეგები და სამომავლო პერსპექტივა-ხედვები. “თავისუფალი თაობის” სამომავლო დევიზი და მოქმედების გეგმა ჩვენ ასე დავსახეთ: – “არა კოჰაბიტირებულ და ნაცებთან ფარულად მოთანამშრომლე სუბიექტებს”(როგორც პარტიულ ჭრილში, ასევე კოალიციაში შემავალ ორგანიზაციებს)…
17:00
NEW
სახალხო დამცველი საჯარო დებატებს გამართავს თემაზე: „სავალდებულო სამხედრო სამსახურის დადებითი და უარყოფითი მხარეები“.მისამართი: ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ი.ჭავჭავაძის გამზირი 1, I კორპუსი,107 აუდიტორია.
18:00
აბანოთუბანში (ლეღვთახევში), საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე – კახა კანდელაკი თბილისის ფოტოფესტივალის გახსნას დაესწრება. ფესტივალი გაიხსნება გერმანელი, პოლონელი და ლიტველი ფოტოგრაფების საერთო პროექტით “ომის შემდგომი ისტორიები” , რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70 წლისთავს ეხმიანება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები