რუსთავში მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა
რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „მერსედესის“ მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა. აღნიშნულის შედეგად 56 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
როგორც „კვირას“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილთ მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.