„მამულიჩას“ პროცესი 19 ოქტომბრისთვის გადაიდო

ნარკოდანაშაულში ბრალდებული კახა მამულაშვილის, იგივე „მამულიჩას“ სასამართლო პროცესი 19 ოქტომბრისთვის გადაიდო.
მიზეზი საქმეში ახალი ადვოკატის, ცისმარ ონიანის ჩართვა გახდა, რომელმაც საქმის მასალების გაცნობის მიზნით დრო ითხოვა.
როგორც პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს მამულაშვილმა განუცხადა, საქმესთან დაკავშირებით წინასწარ ვერაფერს იტყვის და მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდება.
მან ასევე ციხეში გატარებულ პერიოდზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იქ გატარებული პერიოდი კარგი ვერ იქნებოდა, თუმცა ნორმალური იყო. “მოლოდინთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი. მოსამართლის გადასაწყვეტია, დაველოდოთ პროცესებს”, – განაცხადა კახა მამულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები