ე.წ. კაბელების საქმის განხილვა ბრალდებულის ავადმყოფობის გამო გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდებულის ავადმყოფობის გამო, ე.წ. კაბელების საქმე კიდევ ერთხელ გადაიდო.
საქმეზე ბრალდებულმა არჩილ ალავიძემ წერილი წარადგინა, სადაც აღნიშნული იყო, რომ წოლითი რეჟიმი აქვს დანიშნული და საქალაქო სასამართლოში პროცესზე ვერ გამოცხადდებოდა.
ბრალდების მხარეს კი მიაჩნია, რომ სხდომას დაცვის მხარე შეგნებულად აჭიანურებს.
როგორც პროკურორებმა აღნიშნეს, ალავიძეს გეგმური ოპერაცია ჩაუტარდა და დაცვის მხარეს, როგორც წინა პროცესზე, ასევე დღეს, შეეძლო, 48 საათით ადრე ეცნობებინა სასამართლოსთვის და პროკურატურისთვის, რომ პროცესი გადაიდებოდა და ბრალდება აღარ გამოიძახებდა მოწმეებს.
შემდეგი პროცესი აღნიშნულ საქმეზე პირველ ოქტომბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები