დღეს კახა მამულაშვილის სასამართლო პროცესია ჩანიშნული

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ნარკოდანაშაულში ბრალდებული, პროდიუსერ კახა მამულაშვილის, იგივე „მამულიჩას“ სასამართლო პროცესი გაიმართება.
სასამართლოში სხდომა 15:00 საათისთვისააა ჩანიშნული. დღევანდელ პროცესზე მხარეების შესავალი სიტყვით გამოსვლა იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ კახა მამულაშვილი მიმდინარე წლის 18 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები. კერძოდ, საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. “ექსტაზი” 0,2048 გრ.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობდა (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით).
მამულაშვილმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. ორთვიანი წინასწარი პატმრობის შემდეგ მამულაშვილი 15- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები