ფოთში მამამ შვილი ცივი იარაღით დაჭრა
ფოთში მამაკაცმა შვილი ცივი იარაღით დაჭრა. როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამას შვილთან შელაპარაკება მას შემდეგ მოუვიდა, რაც ახალგაზრდამ სათამაშო აპარატთან თამაშის დროს ფული წააგო.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა გოგონაც დაიჭრა. დაჭრილი გოგონა ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.