წყნეთში მოზარდი სავარაუდოდ, ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა

წყნეთში მოზარდი სავარაუდოდ, ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. უბედური შემთხვევა ბაქსვუდის სკოლასთან ახლოს, ტყეში მოხდა.  გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ახალგაზრდა ცეცხსასროლ იარაღს წმენდა, რა დროსაც ტყვია გაუვარდა და ის მოზარდს მოხვდა. მოზარდი ხორხის არეში იყო დაჭრილი.
როგორც „კვირას“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, მცირეწლოვანი წყნეთში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში სიცოცხლესთან შეუთავსებელი ნიშნებით გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. ამ დროისთის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები