სიღნაღის რაიონში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი გაქურდეს

სიღნაღის რაიონში, სოფელ ანაგაში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი გაქურდეს. ქურდობა გუშინ გვიან ღამით მოხდა. დღეს დილით სამსახურში მისულ თანამშრომლებს ოფისი გატეხილი დახვდათ. ქურდობის შესახებ ინფორმაცია „ლიბერთი ბანკის“ თანამშრომლებმა სამართალდამცავებს შეატყობინეს.
ამ დროისთვის უცნობია, რა თანხაა წაღებული ფილიალიდან.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამ ეტაპზე ექსპერტიზა უკვე ჩატარებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები