საქალაქო სასამართლომ გიორგი ოქროპირიძე პატიმრობაში დატოვა
ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე პატიმრობაში დატოვეს. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. დღეს სასამართლო სხდომაზე ადვოკატის შუამდგომლობა განიხილებოდა. ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებას მოითხოვდა. ადვოკატის თქმით, გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 9 თვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ შეფარდებული ხელახალი პატიმრობის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ გიორგი ოქროპირიძესაც უნდა შეეხოს.