გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის საქმეზე განაჩენი 22:00 საათზე გამოცხადდება

გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის მიმართ რიყის ტერიტორიისა და “თბილსერვისის” საქმეზე განაჩენი 22:00 საათზე გამოცხადდება.
ამის შესახებ საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა აცნობა.
რიყის ტერიტორიისა და “თბილსერვისის” საქმეზე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე სათათბიროდ არის გასული.
გიგი უგულავა და მისი ადვოკატები რიყის ტერიტორიისა და “თბილსერვისის” საქმის ერთი კვირით გადადებას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები