მოსამართლემ ლაშა მახარაძის დედას და ახლობლებს სასამართლო დარბაზი დაატოვებინა

გიორგი ოქროპირიძის საქმეზე, სადაც მისი აღკვეთი ღონისძიების – პატიმრობის გაუქმების საკითხი განიხილება, მოსამართლე ხათუნა ხარშილავამ ლაშა მახარაძის დედას, ნინო დიდებულიძეს და მახარაძის ახლობლებს სასამართლო დარბაზი დაატოვებინა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ ლაშა მახარაძის ახლობლების მხრიდან გიორგი ოქროპირიძისა და მისი ახლობლების მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფას და სტვენას ჰქონდა ადგილი.
სასამართლოს სხდომაზე, რომელიც ამ დრომდე გრძელდება, ადვოკატებმა მოსამართლესთან ოქროპირიძისათვის აღკვეთი ღონისძიების – პატიმრობის გაუქმების თაობაზე იშუამდგომლეს. ამასთან, გიორგი ოქროპირიძის ადვოკატები მოსამართლესთან კიდევ ერთი შუამდგომლობით წარდგნენ. კერძოდ, მათ მოითხოვეს პროკურორ დავით ნეფარიძის აცილება, იმ მიზეზით, რომ ნეფარიძეს აქვს პირადი დაინტერესება გიორგი ოქროპირიძის მისამართით. მოსამართლე ხათუნა ხარშილავამ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები