გიგი უგულავას საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა

საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია “იმედისა” და რიყის გასხვისების საქმეზე მიმდინარე სხდომა შეწყდა. მოსამართლე სათათბიროდ გავიდა.
დღეს გიგი უგულავას დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოეთქვა, რაზეც მან უარი განაცხადა. უარის მიზეზი, როგორც უგულავა განმარტავს, მისი თავმოყვარეობაა, რომელიც არ აძლევს საშუალებას, წარმოთქვას დასკვნითი სიტყვა მათთვის, ვისაც ეს არ აინტერესებს.
“არ ვაპირებ საბოლოო სიტყვის თქმას, რადგან ვიცი, რომ ეს არავის აინტერესებს, არც მოსამართლეს და არც პროკურატურას. ხოლო საზოგადოებამ ისედაც იცის ყველაფერი. მირჩევნია ოქმში დარჩეს, რომ ეს საქმე დასრულდა ბრალდებულის საბოლოო სიტყვის გარეშე. მე არ დამიწყია დროის გაწელვა”, – განაცხადა უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები