გიგი უგულავა: დღეს ამ პროცესის დასრულება შეუძლებელია
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავა რამდენიმე წუთის წინ მივიდა. სასამართლო პროცესი “თბილსერვის ჯგუფის” და რიყის გასხვისების ეპიზოდზე მიმდინარეობს, სადაც დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოთქვას.
როგორც უგულავამ სხდომაზე შესვლის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, მის მიმართ არსებული ყველა ბრალდება უსაფუძვლო და აბსურდულია.
„დღეს ამ პროცესის დასრულება შეუძლებელია. ჩვენ ვიმყოფებით ადვოკატების დასკვნითი სიტყვის ეტაპზე, ამის შემდეგ არის რეპლიკების ეტაპი, ცალკე ეტაპია ბრალდებულის სიტყვა. ეს ბრალდებები აბსურდულია, თუ იქნება სასამართლო დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი, მინიმუმ ეს გამოჩნდება იმით, დააჩქარებენ თუ არა მოსამართლეს“, – განცხადა უგულავამ.